საგარანტიო მომსახურების პირობები
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ტალონში მითითებული საგარანტიო ვადის ფარგლებში დაზიანებული მოწყობილობის, სრულ და აუცილებელ შეკეთებას.
- სარემონტო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება მომსახურე სერვის ცენტრში წარდგენიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით.
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად ნივთის მფლობელმა აუცილებლად უნდა წარადგინოს: საგარანტიო ტალონი და სასაქონლო (საკასო) ქვითარი ან შეძენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
- სერვისის გამოძახების შემთხვევაში თუ ნივთს არ დაუდგინდა ტექნიკური პრობლემა, მომხმარებელი იხდის სერვისის ოპერატორის კონსულტაციის ხარჯებს.
საგარანტიო მომსახურება არ სრულდება (უქმდება) თუ:
- გასულია საგარანტიო ვადა
- საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია
- საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, შეცვლილია ან გადაკეთებულია
- საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი
- მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება
- დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი
- მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით
- დაზიანება გამოიწვია სამოტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ
- მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას
- მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო
- მოწყობილობა დაშლილია/გახსნილია თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით
- დაზიანება განაპირობა მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ
- დაზიანება გამოწვეულია ელ ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმით დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის შემოქმედებით, ექსპლუატაციისა და შესახვის წესების ან პირობების დარღვევით. არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოებით.
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ნივთის გაყიდვიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, ავტორიზებული სერვისის მხრიდან ქარხნული დეფექტის დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მოხდება ნივთის შეცვლა იმავე ან მსგავსი მონაცემების მქონე ნივთში. მომხმარებელი ( ნივთის მფლობელი) ვალდებულია ამ დროის განმავლობაში შეინახოს საქონლის შესაფუთი ყუთი და მოწყობილობის სრული კომპლექტაცია. თან იქონიოს ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთი ექვემდებარება შეკეთებას.
თუ ნივთი ვერ შეკეთდა საგარანტიო სერვის ცენტრში წარდგენიდან 30 ( ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში – სერვის ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ნივთი შეიცვლება კომპანიაში დადგენილი წესით.
საგარანტიო მომსახურების მისაღებად დარეკეთ ან მიმართეთ სერვის ცენტრს :
GLB სერვისი – თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (+995 32) 2 560 220