„ჯიელბი სერვისი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას საყოფაცხოვრებო ტექნიკის მომსახურების ბაზარზე. კომპანია აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რათა მომხმარებელს შესთავაზოს სრულფასოვანი, საიმედო და ხარისხზე ორიენტირებული სერვისი.
800 კვადრატული მეტრის ოფისი და სახელოსნო აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს როგორც მცირე, ისე მსხვილი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ეფექტიან დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
„ჯიელბი სერვისი“ უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ინსტალაციას, დიაგნოსტიკას და შეკეთებას.
მომსახურება მოიცავს როგორც მცირე საოჯახო ტექნიკას, ასევე მსხვილ მოწყობილობებს. ყველა პროცესი ხორციელდება მაღალი სტანდარტების დაცვით, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.
სერვისის მიმართულებები
საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის სრული მომსახურება:
- ინსტალაცია
- დიაგნოსტიკა
- შეკეთება
მომსახურება მოიცავს მცირე და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
ყველა პროცესი მიმდინარეობს მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვითა და ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით.
პარტნიორობა
კომპანია ემსახურება 25-მდე მსოფლიო ბრენდს და აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ დილერთან, მათ შორის ქსელურ მაღაზიებთან და დისტრიბუციულ კომპანიებთან.
თითოეულ პარტნიორთან ურთიერთობა დაფუძნებულია ინდივიდუალურ მიდგომასა და სერვისის უმაღლესი ხარისხის დაცვაზე.
პერსონალი და კვალიფიკაცია
გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტებით, რომლებიც რეგულარულად გადიან ტრენინგებს პარტნიორი ბრენდების სასწავლო ცენტრებში.
სერვის ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტისა და სანდოობის ტექნიკურ მომსახურებას.
მიზნები და ღირებულებები
„ჯიელბი სერვისი“ ორიენტირებულია კადრების მუდმივ განვითარებაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზე.
„ჯი ელ ბი სერვისი“ – თქვენი კომფორტითვის